Romans Tome 2 ; d'un château l'autre ; nord ; Rigodon
მოგზაურობა ღამის დასალიერში
Publié par کتاب زمان
543 pages
Résumé
ლუი ფერდინანდ სელინი გასული საუკუნის 30-იან წლებში გამოჩნდა სამწერლო ასპარეზზე. რომანმა „მოგზაურობა ღამის დასალიერში“ მას დიდი წარმატება მოუტანა, მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. რამდენიმე გამოქვეყნებულმა პამფლეტმა სელინს ანტისემიტისა და რასისტის რეპუტაცია კარგა ხნით დაუმკვიდრა ევროპაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კოლაბორაციონიზმის ბრალდებით გასამართლებული სელინი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა საფრანგეთში. აღიარება კი სიკვდილის წინ დაწერილმა რომანებმა მოუტანა.„მოგზაურობა ღამის დასალიერში“ გასული საუკუნის ყველაზე რევოლუციურ ნაწარმოებადაა მიჩნეული. ეს არის გლობალიზაციის ეპოქის ერთ-ერთი პირველი წიგნი რომელმაც თითქმის ნახევარი საუკუნით დაასწრო თავად ამ ეპოქის დადგომას. რომანის მთავარი გმირი, რომელიც მთელ სამყაროში მოგზაურობს, ერთგვარად ულისეს პირდაპირი შთამომავალია, რომელიც სისასტიკით აღსავსესამყაროში ცხოვრობს. მოგზაურობისას ის ხვდება ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ მოკლან ან ჭკუიდან შეშალონ სხვები. სელინი ყვება საზარელ ისტორიებს. იგი ამბობდა: “იმიტომ ვწერდი რომანებს, რომ მათი წაკითხვა შეუძლებელი ყოფილიყო“. და მიუხედავად ამისა ფერდინანდ სელინის ნაწარმოებებს მაინც ყველა კითხულობს, რადგან რომანის „მოგზაურობა ღამის დასალიერში“ იდეა დღესაც აქტუალურია – ადამიანები ცდილობენ ამ პატარადედამიწაზე გადაირჩინონ თავი ღმერთის დახმარების გარეშე, იმ ღმერთისა, რომელიც, როგორც თავად სელინი აღნიშნავდა უგზავნის მათ სიღარიბეს, ომებს და ტექნიკურ პროგრესს და არავინ იცის, რატომ ხდება ასე.
Plus de livres de Louis-Ferdinand Céline
Voir plusLes cahiers de la NRF : lettres à Milton Hindus
Romans, tome III: Casse-pipe / Guignol's band I / Guignol's band II [Le pont de Londres]
Cahiers Céline Tome 4 ; lettres et premiers écrits d'Afrique (1916-1917)
Les cahiers de la N.R.F. ; Céline et l'actualité littéraire (1957-1961)
Lettres de prison à Lucette Destouches et à Maître Mikkelsen (1945-1947)
Lettres à la N.R.F. : 1931-1961
Mea culpa suivi de La vie et l'oeuvre de Semmelweis
Critiques
Ce livre n'a pas encore de critiques
Vous avez lu ce livre ? Dites à la communauté Lenndi ce que vous en avez pensé 😎